მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ საქმიანი შეხვედრა გაიმართა

18 აპრილი 2018

18 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი და მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ავალიანი „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების შესახებ რეფორმის შედეგებსა და პერსპექტივებზე, სასამართლო რეფორმის ძირითად ტენდენციებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.  

 

დავით ასათიანმა განაცხადა, რომ ეფექტიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესის გაგრძელება. ადვოკატთა ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთ-ერთი მთავარი რგოლის გაძლიერების მიმართულებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი